აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ასათიანი (1882-1938)

ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართვლოში. 1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე. მუშაობდა მოსკოვის ნევროფსიქიატრუიულ სანატორიუმში და რედაქტორობდა ჟურნალ "პსიხოტერაპიას". 1917 წელს აირჩიეს მოსკოვის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტად. 1920-1938 წლებში მუშაობდა თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტის (1930-იდან საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის) ფსიქიატრიის კათედრის გამგედ. ერთდროულად, 1925 წლიდან გარდაცვალებამდე, ხელმძღვანელობდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქიატრიის ინსტიტუტს, რომელსაც 1948 წელს მისი სახელი მიენიჭა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.