აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ კახიანი (1883-1928)

 

ქირურგი, საქართველოში მეცნიერული და კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი. ნიკოლოზ კახიანმა 1910 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და ოთხი წელი იმუშავა იქვე ანატომიის კათედრაზე. იგი რამდენიმეჯერ მიავლინეს კაიროში ბალზამირების ეგვიპტური წესის შესასწავლად. ახალგაზრდა მეცნიერი ერთხანს მუშაობდა ეკატერინოსლავის უნივერსიტეტში ანატომიის კათედრის გამგედ, ხოლო 1919 წელს გადმოვიდა თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის გამგედ, 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული პათოლოგიის კათედრასა და პროპედევტიკის კლინიკას. მან თბილისში გააკეთა და შემდეგ საქართველოში დანერგა კუჭის რეზექცია წყლულოვანი დაავადების დროს, ტვინის დანამატის ამოკვეთის, თირკმლის და თირკმლისზედა ჯირკვლის რეზექციის, ტუბერკულიოზით დაზიანებული თირკმლის სისხლის ძარღვების გადაკვანძის, თავის ქალის ტრეპანაციის, გულის ჭრილობების გაკერვისა და სხვა ურთულესი ოპერაციები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.