აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ მგალობლიშვილი (1887-1931)

ექიმი, პროფესორი. 1904 წელს განათლების მისაღებად ვენაში გაემგზავრა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი თბილისის ლაზარეთში მოღვაწეობს. 1919 წელს განაგებს რკინიგზის საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებას, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის გინეკოლოგიური კლინიკის მთავარი ასისტენტია. 1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო ერთი წლის შემდეგ მიავლინეს გერმანიასა და საფრანგეთში მკურნალობის ახალი მეთოდების შესასწავლად. უცხოეთიდან დაბრუნებული ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში და პარალელურად ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.