აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ანთელავა (1893-1970)

ქირურგი, გულმკერდის ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1957), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1962). 1920 წელს როსტოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშობა დაიწყო თბილისში გ. მუხაძესთან. 1923-1924 წლებში მივლინებული იყო გერმანიაში ზაუერბრუხისა და ბირის კლინიკებში. 1928 წელს მუშაობდა ლენინგრადში ვ. შევკუნენკოსთან. 1929-1938 წლებში განაგებდა სოხუმის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას. 1939-1941 წლებში ხელმძღვანელობდა დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიულ კათედრას. 1941-1946 წლებში იყო ამიერკავკასიის ევაკოჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი, ხოლო 1949-1954 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი. 1941-1970 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის თორაკალური ქირურგიულ კათედრას. ანთელავა იყო საქართველოს და სსრკ ფთიზიატრტა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. ქირურგთა საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილი წევრი, პიემონტის (იტალია) ქირურგთა საზოგადოებისა და ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის ქირურგთა საზოგადოების საპატიო წევრი. ლენინური პრემიის ლაურეატი (1961). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.