აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პლატონ შუშანია (1894-1971)

მეან-გინეკოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. 1924 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1928 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სამეანო-გინეკოლოგიის კათედრაზე და მალე გაემგზავრა გერმანიაში, 1939 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად. აქვე განაგებდა სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკას, რომელსაც სათავეში ედგა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე. ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა ევაკოჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას. 1944 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს გინეკოლოგთა საზოგადოების თავჯდომარეა, 1967 წელს აირჩიეს ქალის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო საზოგადოების მსოფლიო ასოციაციის ეროვნულ პრეზიდენტად, 1969 წელს კი სსრ კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს სამშობიარო დახმარების კომისიის საპატიო წევრად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.