აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მარიამ უგრელიძე (1885-1960)

 

პირველი პროფესორი ქალი პედიატრიაში. გახლდათ საქართველოში მეცნიერული და კლინიკური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პროფესორ ს. გოგიტიძის გარდაცვალების შემდეგ ის სათავეში ჩაუდგა ბავშვთა სნეულებების მკურნალობისა და კვლევის ურთულეს საქმეს და ათეულობით წლის განმავლობაში ღირსეულად უძღვებოდა ამ დარგის განვითარებას. 1929 წელს მარიამ უგრელიძის ინიციატივით დაარსდა საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარეც თავად გახლდათ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას მისი სახელი ეწოდა. დაკრძლულია საბურთალოს პანთეონში.