აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ მუსხელიშვილი (1869-1933)

ექიმი, ოფთალმოლოგი, პროფესორი. 1892 წელს შევიდა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1898 წელს დაიწყო მუშაობა თვალის სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად, 1901 წელს ვ. მუსხელიშვილი ჩამოდის საქართველოში და მუშაობას იწყებს თვალის სნეულებათა კლინიკაში, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის საავადმყოფოს თვალის სნეულებათა განყოფილების ხელმძღვანელია. 1921 წელს იგი როგორც ამ დარგის ცნობილი სპეციალისტი მიიწვიეს ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, 1930 წელს კი აირჩიეს კათედრის გამგედ და მიანიჭეს პროფესორის წოდება. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.