აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დიმიტრი ნაზარიშვილი (1854-1927)

ექიმი. 1878 წელს წარჩინებით დაამთავრაპეტერბურგის სამედიცინო ქირურგიული აკადემია. ამავე წელს ბულგარეთში გაგზავნეს დუნაის მოქმედი არმიის ექიმად. 1880 წლიდან იგი ქუთაისში მოღვაწეობდა სამხედრო ლაზარეთის ორდინატორად. 1881 წელს დიმიტრი დადიანთან ერთად ქუთაისში პირველი ქართული ყოველკვირეული გაზეთი ,, შრომა“ დააარსა, რომელსაც თვითონ გამოსცემდა და რედაქტორობდა. ის არაერთხელ აირჩიეს ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. 1890 წელს დიმიტრი ნაზარიშვილისადა სამსონ თოფურიას ხელმძღვანელობით ქუთაისში პირველი საქალაქო საავადმყოფოს გაიხსნა. 1892 წელ მან ქუთისში დააარსა პირველი უფასო ამბულატორიია ღარიბთათვის, რომელსაც 25 წელი განაგებდა 1906 წელს მან დაამზადა მალარიის საწინააღნდეგო სამკურნალო წამალი და მას ,,ნაზარიშვილის წვეთებს“ ეძახოდნენ. ნაზარიშვილისა და სამსონ თოფურიას თაოსნობით და გარჯით 1917 წელს შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ექმთა კავშირი. გარდაიცვალა 1927 წლის 19 თებერვალს 73 წლის ასაკში, ქუთაისში. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.