აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ხარიტონ ახვლედიანი (1904-1992)

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს. 1936–1938 წწ. მუშაობდა ბათუმის სახალხო განათლების განყოფილების გამგედ. 1939–1987წწ. იყო აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. იკვლევდა სამხრეთ საქართველოს ისტორიის, სოციალურ–პოლიტიკური და კულტურის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად გამოვლინდა, აღირიცხა და მუზეუმების ფონდებს ჩაბარდა ექსპონატები, დოკუმენტები, ხელნაწერი წიგნები. მისი რედაქტორობით გამოიცა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომათა კრებულები. დაკრძალულია ბათუმში. ფერიის სასაფლაოზე. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი თამარ კვაჭაძე.