აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვასილ კაკაბაძე (1888-1968)

ქიმიკოსი, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1909-1916 წლებში ხარკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ,  მუშაობას იწყებს სამხედრო გზების მშენებლობაზე ერზრუმის რაიონში. 1918 წლიდან საქართველოშია და მთელ ძალისხმევას ახმარს ჩვენში ტექნიკური განათლების სათანადო დონეზე დაყენების საქმეს: სათავეში უდგას ამიერკავკასიის პირველ ტექნიკურ სასწავლებელს, არის საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მდივანი. მისი აქტიური მონაწილეობით გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომელიც 1929 წელს გამოეყო და გაფორმდა ინდუსტრიულ ინსტიტუტად. აქ იგი 15 წელიწადს ქიმიურ-ტექნიკურ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა როგორც დეკანი, ხოლო სამი ათეული წლის მანძილზე განაგებდა კათედრას. 1938 წლიდან გარდაცვალებამდე ვ. კაკაბაძე უცვლელად თავმჯდომარეობდა დ. მენდელეევის სახელობის საკავშირო ქიმიური საზოგადოების რესპუბლიკურ გამგეობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.