აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით კაპანაძე (1898-1971)

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნუმიზმატი. 1959–1971წწ. იყო სიმონ ჯანაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების გამგე; მისი ინიციატივით საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის კაბინეტი გადაკეთდა ნუმიზმატიკის განყოფილებად; იკვლევდა ანტიკური და ფეოდალური ხანის ქართულ და ამ პერიოდში საქართველოში მიმოქცევად უცხოურ მონეტებს; მის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამონეტო ტიპების, ჯგუფებისა და არქეოლოგიური ექსპედიციების ნუმიზმატიკური მასალების ჩართვა სამეცნიერო მიმოქცევაში; მან გამოაქვეყნა – კოლხური თეთრის იშვიათი ცალები, აკესის სტატერის მეორე ეგზემპლარი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ტიპის უნიკალური ქართული მინაბაძები, საქართველოში აღმოჩენილი ავგუსტეს დენარებისა და რომაული აურეუსების იმიტაციები, მცხეთის, ბიჭვინთის, ზღუდერისა და სხვა არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული ნუმიზმატიკური მასალები, ჯაფარიდების თბილური დირჰემები, XI საუკუნის ბიზანტიურ ტიტულებიანი ქართული მონეტები, XIV-XV სს-ის ქართველი ფეოდალების ფულები, XV ს-ის ქართული მონეტების გორის განძი; ასევე მუშაობდა სამონეტო ჯგუფების გენეზისისა და დათარიღება - ატრიბუციის საკითხებზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.