აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

თეიმურაზ კომახიძე (1937-2012)

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ქ. ბათუმის მერი. საზოგადო მოღვაწე. თეიმურაზ კომახიძე უამრავი წიგნის ავტორი გახლდათ. მან აჭარაში დააარსა მუზეუმები, ააგო ტაძარი, გამოსცა წიგნები.  მის სახელს უკავშირდება ხულოში სამხატვრო სასწავლებლისა და სამუსიკო სკოლის გახსნა, თამარის დასახლებაში ეკლესიის აგება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დაარსება. სამუზეუმო ექსპონატებს აგროვებდა ყვარელსა და საგურამოში. აგროვებდა ილიასა და ოლღა გურამიშვილის გაჩუქებულ ნივთებს. მას ენციკლოპედიური განათლება ჰქონდა, რაზეც მეტყველებს მისი ავტორობით გამოცემული 60-ზე მეტი წიგნი, რომელიც ,,აჭარის ენციკლოპედიური ცნობარით” დააგვირგვინა. იგი სოფელ განთიადის სასაფლაოზე განისვენებს…