აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სერგი მაკალათია (1893-1974)

ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950). 1916 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, 1921-1935 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1926 წლიდან გარდაცვალებამდე შეისწავლიდა საქართველოს ცალკეული რეგიონებისა და ხეობების ისტორიულ ეთნოგრაფიას, მონაწილებდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმების დაარსებაში, მესტიაში, გორში, ცაგერში, სტეფანწმინდაში და კასპში. 1937-1948 წწ. იყო გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი. იკვლევდა საქართველოს ეთნოგრაფიას, ისტორიას, არქეოლოგიას, ნუმიზმატიკასა და ხელოვნებას.  დაკრძალულია  დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია