აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე მეძველია (1907-1974)

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პროფესორი  ასპირანტურის შემდეგ, იგი, მოსკოვის  სახელწიფო უნივერსიტეტში მიავლინეს, სადაც რუსულ–ქართული ლიტერატურის ისტორიას სწავლობდა. 1933 წლიოდან მეძველია ახლად გახსნილ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობს. 1937 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. კონსტანტინე მეძველია ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს, დაინტერესდა ხელნაწერებისა და პირადი არქივების ბედით და დაიწყო მათი აღწერა–მოწესრიგება. კ. მეზველია სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი (1940-1945წწ.) ამავე ინსტიტუტის პრორექტორი (1945-1960წწ.), რექტორი (1965-1973წწ.). 1942 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კთედრას. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.