აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ლომთათიძე (1914-1971)

არქეოლოგი. 1936 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში არქეოლოგიის განხრით. 75 ნაშრომის ავტორი. 1965 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში განაგებდა მის მიერვე დაარსებულ შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილებას. იგი უშუალოდ მონაწილეობდა ციხე ქალაქ უჯარმის, ნადარბაზევის, ძველი თბილისის „განჯის კარის“, ურბნისის, ვარციხის, კვეტერის, ხვამლის და სხვა ექსპედიციებში. დიდი ამაგი დასდო საქართველოს უძველესი დედაქალაქის მცხეთის ისტორიული წარსულის შესწავლას. მნიშვნელოვანი აღმჩენები ჰქონდა არმაზისხევში, ბაგინეთსა და სამთავროში. წლების მანძილზე მცხეთის მიდამოებში წარმოებულ გათხრებს ხელმძღვანელობდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.