აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

არჩილ გულისაშვილი (1887-1971)

ინჟინერ-მეტალურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. 1914 წელს დაინიშნა რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს სამთო დეპარტამენტში უმცროს ინჟინრად. 1915 წელს ამავე სამინისტროს დავალებით შეუდგა სპეციალური შენადნობის დამზადებას. 1916 წელს ხელმძღვანელობდა   ელექტრომეტალურგიული ქარხნის მშენებლობას და ორგანიზაციას უწევდა ახალი შენადნობების დამზადებას ურალის საბადოებზე.  კითხულობდა ლექციებს სპეციალობის მიხედვით. 1921 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სპეციალისტ-კონსულტანტად სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოში, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მაშინდელ პოლიტექნიკურ სასწავლებელში როგორც დირექტორი და მასწავლებელი. 1923 წელს გამოიგონა ყურძნის საწნეხი მანქანა, რისთვისაც დაჯილდოვდა საპატიო სიგელით. 1928 წელს მისი უშუალო მონაწილეობით უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე ინსტიტუტად გაფორმდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1930 წლიდან იგი არის ამ ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი და კათედრის გამგე, ხოლო წლების მანძილზე დირექტორის მოადგილე, პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში. ა. გულისაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ტექნიკური ლიტერატურის შექმნისა და განვითარების საქმეში.  დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.