აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მოსე გოგიბერიძე (1897-1949)

ფილოსოფოსი. 1918-1922 წლებში სწავლობდა ბერლინისა და მარბურგის უნივერსიტეტებში ფილოსოფიას, ბუნებისმეტყველებასა და პოლიტეკონომიას. 1922 წელს მარბურგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ცნობილი ფილოსოფოსის ნიკოლაი ჰარტმანის ხელმძღვანელობით. 1923 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, 1930 წლიდან პროფესორი, ბუნების დიალექტიკის კათედრის გამგე, 1933 წლიდან ფილოსოფიის კათედრის გამგე. 1941 წელს დააპატიმრეს ფაშისტური გერმანიის აგენტობის ბრალდებით და გადაასახლეს აქტიუბინსკში, სადაც გარდაიცვალა; 1954 წელს ახლობლების ინიციატივით გადმოასვენეს და დაასაფლავეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.