აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ბანძელაძე (1927-1992)

ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). 1942-1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. შექმნილი აქვს ფერწერული პორტრეტები, მნიშვნელოვანი გრაფიკული ნაწარმოებები. ძირითადი ნამუშევრები: გ. ტაბიძის (1951), დ. ჭიჭინაძის (1952) და ნ. ჩიქოვანის (1957) პორტრეტები. ილუსტრაციების სერიები: "არსენას ლექსი" (16 ფურცელი, 1957 წელს მიიღო საკავშირო აკადემიის ვერცხლის მედალი), რ. კიპლინგის - "მაუგლი" (104 ილუსტრაცია, 1960) და სხვა. "არსენას ლექსი" (ტუში, 1964, წიგნის გაფორმების კალიგრაფიული, გრაფიკული და ილუსტრაციული გადაწყვეტისათვის 1966 წელს მიიღო პრიზი ბრნოს საერთაშორისო ბიენალეზე, ხოლო 1968 - მსოფლიოს საუკეთესო წიგნის გამოფენაზე ლაიფციგში). ბანძელაძემ მოხატა თბილისის დიდუბის ეკლესია (1979-1988). საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993, სიკვდილის შემდეგ). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.