აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ემირ ბურჯანაძე (1937-2014)

გრაფიკოსი და მხატვარ-მონუმენტალისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. შექმნა პირველი ქართული საფირმო სასაქონლო ნიშნები და სიმბოლური ემბლემები. მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ნიშანი შესულია იტალიაში გამოცემული საფირმო ნიშნების საერთაშორისო კატალოგში. 1973 წ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელმძღვანელობდა შრიფტის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას. შექმნილი აქვს ქართული მხატვრული შრიფტები: სატიტულო, სარეკლამო და საპროექტო. ქართული ჩართული ანბანის (მონოგრამების) სრული ციკლი, შექმნილი აქვს გერბები, საფირმო სასაქონლო ნიშნები და ემლემები. აგრეთვე იგი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი და ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო 10 ლარიანი მონეტების შემქმნელი.  დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.