აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიგო გაბაშვილი (1862-1936)

ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1929), ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1886-1888 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, 1894-1897 წლებში — მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1894 წელს იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა. 1898 წელს იმყოფებოდა იტალიასა და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან. 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.