აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ივანე კერესელიძე (1829-1892)

მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. 1851 წელს სამეგრელოს მთავარმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელ–მასწავლებლად და გულუხვადაც დაასაჩუქრა; ეს ქონება კერესელიძემ ქართული კულტურის სასარგებლოდ გამოიყენა. თბილისში დაბრუნებულმა კერესელიძემ დაიწყო ბრძოლა თეატრის გადასარჩენად, ლიტერატურული ჟურნალის დაარსებაზე კერესელიძე გიმნაზიაში სწავლის დროიდან ოცნებობდა, ხოლო 1853–იდან სათავეში ჩაუდგა ფართო მოსამზადებელ საზოგადოებრივ მოძრაობას. რამდენიმე წლის დაჟინებული ცდის შედეგად შეძლო მოეპოვებინა ჟურნალის გამოცემის ნებართვა, რომელიც ოფიციალურად გ. ერისთავის „ცისკრის“ განახლებული გამოცემა უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად კი სრულიად განსხვავებული ახალი ტიპის ჟურნალი გამოვიდა, რომლის უცვლელი რედაქტორ–გამომცემელი 18 წლის განმავლობაში (1857–75) თავად იყო. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.