აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი პაპაშვილი (1898-1978)

მწერალი და მოქანდაკე. 1921 წელს, გიორგი პაპაშვილი ჯარში მსახურობდა და მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. ორი წლის მანძილზე კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და გიორგიმ ხვნა-თესვას მიჰყო ხელი. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის წიგნს „Anything Can Happen“ (გამოქვეყნდა 1945 წელს, ხოლო ქართულად თბილისში, 1965 წელს), რომელიც იქცა ბესტსელერად და რომლის 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. იგივე ნაწარმოები ჰოლივუდის მიერ კინოდ ქცეული გახდა პაპაშვილი მოხვედრილია აშშ-ში მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიებში. 1961 წელს გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს, დაკრძალულია პენსილვანიაში, თავისი მამულის - ერთობის მფლობელობაში არსებულ ტყეში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა მანუჩარ კაჭახიძემ, რსთვისაც ვუხდით მადლობას.