აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რაჟდენ არსენიძე (1881-1965)

პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი. სწავლობდა იურიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ჭაბუკობიდანვე ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. რსდმპ II ყრილობის შემდეგ მიემხრო მენშევიკებს. მუშაობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ბაქოს მენშევიკურ ორგანიზაციებში. თანამშრომლობდა გაზეთებში „ივერიასა“ და „კვალში“. ეკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.