აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ევგენი გეგეჭკორი (1881-1954)

მენშევიკი. 1907–1912 III სახელმწიფო სათათბიროს წევრი ქუთაისის გუბერნიიდან. ს–დ ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 1917 წელს რსდმპ „მენშევიკური“ ფრაქციის სიით არჩეული იყო რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 1917 წლის 14 ნოემბრიდან იყო ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი; არჩეული იყო ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ და სამხედრო მინისტრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; ამავე პერიოდიდან დანიშნული იყო საქართველოს იუსტიციის და გარეშე საქმეთა მინისტრად, იყო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. 1919 წლის 12 მარტს აირჩეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. გარდაიცვალა 1954 წლის 5 ივნისს, პარიზში. დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.