აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

არზაყან ემუხვარი (1880-1939 )

პოლიტიკოსი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო აფხაზეთის კომისარიატის თავმჯდომარე. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. ამავე წლიდან იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა ჩეხეთში, პრაღაში;  მოულოდნელად გარდაიცვალა 1939 წლის 24 მარტს დილის ექვს საათზე პარიზში, კლოდ-ბერნარის საავადმყოფოში სისხლის მოწამვლის დიაგნოზით. 27 მარტს დაკრძალეს ლევლილის ქართველთა სასაფლაოზე.