აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე კანდელაკი (1883-1958)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1919 წლიდან იყო იყო საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. კონსტანტინე კანდელაკი გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად 1958 წლის 11 ოქტომბერს ლოზანაში. 14 ოქტომბერს მისი ნეშტი გადაასვენეს პარიზში და 18 ოქტომბერს პატივით დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.