აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სპირიდონ კედია (1884-1948)

პოლიტიკური ლიდერი 1907 წ. სორბონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1914 წ. სპირიდონ კედია თბილისში ჩამოვიდა. 1917 წელს იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; არჩეული იყო პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარედ. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში. 1919 წლის 12 მარტიდან აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით. 1942 წელს გახდა ბერლინში დაარსებული ქართული ნაციონალური კომიტეტის წევრი. თავდაპირველად დროებით დაკრძალეს სენტ-ანტუანის სასაფლაოზე; 1948 წლის 25 ივნისს გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.