აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვლასა მგელაძე (1868-1943)

რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი.1913 წელს ეტაპით გაგზავნეს ციმბირში, მაგრამ მალე გამოიქცა და ჯერ პეტერბურგში ჩავიდა საიდუმლოდ, შემდეგ ბაქოში, აქედან კი ქუთაისის გავლით გურიაში ამოჰყო თავი. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის კომისარი, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 1918 წლის 26 მაისს, იგი მამადავითზე აიჭრა და ზარების რეკვით ახარა ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობა. გარდაიცვალა 1943 წელს პარიზში. დაკრძალულია დაბა ლევილის ქართულ სასაფლაოზე.