აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნოე ჟორდანია (1868-1953)

პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 1903 წელს რსდმპ II ყრილობის შემდეგ გახდა კავკასიის მენშევიკების ლიდერი. რსდმპ V (ლონდონის) ყრილობაზე (1907) ნ. ჟორდანია აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად მენშევიკების მხრიდან. 1918 წელს ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა საქართველოს რესპუბლიკის დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. იმავე წლის 26 მაისს მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1921 წლის 25 თებერვალს   შემდეგ ნ. ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ თავი შეაფარეს ჯერ ქუთაისს, ხოლო შემდეგ ბათუმს. იმავე წლის 18 მარტს კი, წავიდნენ საფრანგეთში პოლიტკურ ემიგრაციაში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.