აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნოე რამიშვილი (1881-1930)

პოლიტიკოსი, საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. იყო ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. იყო ბათუმის სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარე ოსმალეთთან მოლაპარაკებისას. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს.1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. მთავრობაში ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1930 წლის 7 დეკემბერს, სამის ნახევარზე პარიზში, პარტიულ კრებაზე მიმავალ ნოე რამიშვილს იტალიის მოედანზე ესროლა ემიგრანტმა, ყოფილმა გვარდიელმა და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილემ პარმენ ჭანუყვაძემ. ნოე რამიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. დაკრძალეს 1930 წლის 14 დეკემბერს, პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე. მოგვიანებით გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.