აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ რცხილაძე (1876-1934)

იურისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, უნივერსიტეტის დაარსების საზოგადოების გამგეობის წევრი, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბოლო წლებში მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში იურისკონსულად. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს დანიშნული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლად მოკავშირეთა არმიის სარდალსა და ოსმალეთის მთავრობასთან. 1917 წლიდან იყო „საუნივერსიტეტო საზოგადოების“ წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით; იყო აგრარული კომისიის წევრი.დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.