აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მელიტონ რუსია (1878-1951)

პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, ნაფიცი ვექილის პროფესიით. იყო რსდმპ წევრი, მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1904-1905 წლებში აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, მუშაობდა პროპაგანდისტად. ამის გამო რამდენჯერმე დააპატიმრეს და 1905 წელს გადაასახლეს უფის გუბერნიაში. 1917 წლის თებერვალში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე. 1921 წლიდან ემიგრაციაშია, ცხოვრობდა საფრანგეთში. გარდაიცვალა 1951 წელს, დაკრძალეს ლევილის სასაფლაოზე.