აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იოსებ სალაყაია (1881-1940)

პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ელექტროტექნიკის ინსტიტუტი ბელგიაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის, საბიუჯეტო-საფინანსო და გარეშე საქმეთა კომისიების წევრი. იყო ერობათა ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარის ამხანაგი; სენაკის მაზრის ერობის გამგეობის თავმჯდომარე. 1940 წელს მიავლინეს საფრანგეთში მყოფ პოლონეთის დევნილ მთავრობასთან საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად. 1940 წლის 14 ივნისს, გერმანული არმიის მიერ პარიზის დაკავების შემდეგ, არ გაჰყვა პოლონეთის დევნილ მთავრობას ინგლისში და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1948 წელს მისი ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.