აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ ურატაძე (1880-1959)

პოლიტიკოსი, დიპლომატი, დამფუძნებელი კრების წევრი, რუსეთში საქართველოს პირველი ელჩი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების საქმეში, იყო დამფუძნებელი კრების წევრი. 1920 წლის აპრილის ბოლოს ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას მოსკოვში. მანვე მოაწერა ხელი 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც მოხდა საქართველოს იურიდიული აღიარება. 1921 წელს წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში. იქ დაწერა რამდენიმე მონოგრაფია და წერილი საქართველოში რევოლუციური მოძრაობის და საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ. გარდაიცვალა ემიგრაციაში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.