აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რუბენ ყიფიანი (1883-1961)

პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1907 წლიდან დაინტერესებული იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმით და ცდილობდა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას. ცოტა ხნის შემდეგ დააპატიმრეს და გადაასახლეს საიდანაც  არალეგალურად დაბრუნდა ტფილისში. 1911 წლის 27 აპრილს ჟანდარმერიამ დააპატიმრა და კვლავ ციმბირში გადაასახლა. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ლეჩხუმის მაზრაში ბოლშევიკური აჯანყების დროს, დანიშნული იყო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლად რაჭა-ლეჩხუმში და აქტიურად მონაწილეობდა მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში, წესრიგის აღდგენისა და ბოლშევიკების მომხრე რაზმების დევნაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1965 წლის 16 თებერვალს რუბენ ყიფიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო - ქუჩაზე გადასვლისას ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. 27 თებერვალს დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.