აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით შარაშიძე (1886-1935)

პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი რედაქტორობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რუსულენოვან ორგანოს „борьба-ს“. 1918 წლის გაზაფხულზე რიგით ჯარისკაცად იბრძოდა გურიაში ოსმალეთის იმპერიის თავდასხმის წინააღმდეგ. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მუშაობაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, 1925 წლიდან გადასახლდა პარიზში, სადაც აგრძელებდა პოლიტიკურ და პუბლიცისტურ საქმიანობას. გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემეგ, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.