აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ყადირ შერვაშიძე (1887-1919)

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, პოლკოვნიკი, პირველი დიპლომირებული ექიმი ზემო აჭარიდან. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გერმანიაში გაგზავნილი დელეგაციის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. მოულოდნელად გარდაიცვალა 1919 წლის 8 მაისს, თბილისში; ოფიციალური ვერსიით პარტახტიანი ტიფით, თუმცა არსებობდა ეჭვები, რომ იგი მოწამლეს პროოსმალურად განწყობილი ძალების დაკვეთით. ყადირ შერვაშიძის ნეშტი პატივით გადაასვენეს ბათუმში, სადაც ბრიტანულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ ინიციატორებს მისი აზიზიეს მოედანზე დაკრძალვის საშუალება არ მისცა. დაკრძალეს  ქედაში.