აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ჩხეიძე (1864-1926)

სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.) პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციისას იყო პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, შემდგომ - სრულიად რუსეთის საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1917 წელს რსდმპ „მენშევიკური“ ფრაქციის სიით აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 1917 წლის 25 ოქტომბრის ბოლშევიკური სამხედრო გადატრიალების შემდეგ კარლო ჩხეიძე აქტიურად უპირისპირდებოდა მათ რეჟიმს; რის გამოც მალევე დატოვა პეტერბურგი და დაბრუნდა ტფილისში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს; 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე. 1919 წლის დასაწყისში კარლო ჩხეიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას პარიზის საზავო კონფერენციაზე; 1920 წლამდე განაგრძობდა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საკითხის პოპულარიზაციას და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობას ევროპაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; 12 მარტსვე დაუსწრებლად აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ. 1920 წელს დაბრუნდა საქართველოში და თავმჯდომარეობდა დამფუძნებელ კრებას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, როგორც დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, დატოვა საქართველო და ცხოვრობდა საფრანგეთში.1926 წლის 7 ივნისს დილის 8 საათზე კარლო ჩხეიძემ თვითმკვლელობა სცადა - სამზარეულოს დანით გამოიჭრა ყელი, თუმცა მეუღლემ და მეზობლებმა, მათ შორის ნოე რამიშვილმა მისი შეჩერება შეძლეს და იმავე დღეს გადაიყვანეს პარიზის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ოპერაცია გაუკეთდა. შემდეგ გადაიყვანეს ყელის სპეციალურ კლინიკაში. იქ აღმოჩნდა, რომ ჩაქცეული სისხლის გამო ფილტვების ანთება განუვითარდა და რამდენიმე დღეში - 1926 წლის 11 ივნისს, საღამოს ცხრის ნახევარზე კარლო ჩხეიძე გარდაიცვალა. დაკრძალეს 15 ივნისს პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

კარლო ჩხეიძის სიკვდილისწინა წერილი