აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აკაკი ჩხენკელი (1874-1959)

პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, იურისტი და პუბლიცისტი, მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთსა და საქართველოში. 1912 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის IV დეპუტატად ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან. შედიოდა სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. ერთ-ერთი პირველი ქართველი მენშევიკია, რომელიც გამოდიოდა ეროვნულ-კულტურულ ავტონომიის მოთხოვნით. 1914 წელს მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ. 1917 წელს დროებით მთავრობის წარმომადგენელია ამიერკავკასიაში, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მეთაურის სახით. 1917-1918 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს და მისი აღმასკომის, აგრეთვე საქართველოს დამფუძნებელი კრების (1919- 1921) წევრია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ამიერკავკასიის კომისარიატის შინაგან საქმეთა მინისტრია 1917-1918 წლებში. 1918 წლის აპრილში იყო ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1921 წლის იანვრიდან საქართველოს დესპანია საფრანგეთში. იმავე წლიდან ემიგრაციაშია. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.