აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ირაკლი (კაკი) წერეთელი (1881-1959)

პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატი, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი.  1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ირაკლი წერეთელი დაბრუნდა პეტროგრადში, ეჭირა ფოსტა-ტელეგრაფის, შემდგომ კი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1917 წლის 14 სექტემბერს დატოვა მინისტრის პორტფელი. 1917 წელს რსდმპ „მენშევიკური“ ფრაქციის სიით აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ მწვავედ აკრიტიკებდა მათ პოლიტიკას. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის (შემდგომში სახალხო გვარდიის) ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის პირველი მთავარი შტაბის წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს;  1959 წლის 21 მაისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ირაკლი წერეთელი გარდაიცვალა ნიუ-იორკში. ანდერძის თანახმად მისი გვამი დაწვეს. 1973 წლის 17 თებრვალს კი ირაკლი წერეთლის ფერფლი გადაასვენეს საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.