აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი დავითაშვილი (1893-1966)

მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1913 წელს დაამთავრა ბათუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის ა. პეტროვსკის სასცენო ხელოვნების სკოლაში. 1915-1918 წლებში მუშაობდა ტაგანროგის თეატრში. 1918 წელს დაბრუნდა ბათუმში, ხოლო მომდევნო წელს მოღვაწეობდა თბილისის რუსულ თეატრში. 1920 წლიდან გ. დავითაშვილი ქართულ თეატრშია. გ. დავითაშვილი ეკუთვნოდა ქართველ მსახიობთა იმ თაობას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა როსთაველის სახელობის თეატრს. ამ თეატრის სცენაზე შექმნა 80-მდე როლი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.