აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი (1789 — 1830),

მწერალი, მწიგნობარი. იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ძე. ერეკლე II-ის შვილთაშვილი, გიორგი XII-ის შვილიშვილი. მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყებაში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს საქართველოს მეფედ გრიგოლ I-ის სახელწოდებით, მას როგორც მეფეს მოიხსენიებდნენ ეკლესიებში. მეფის მოვალეობას ასრულებდა 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე.გადაასახლეს რუსეთში და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში. ბაგრატიონი პეტერბურგის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სისტემატური შეკრება; დაახლოებით 1819 შეადგინა "ანთოლოგია", რომელშიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას, მზეჭაბუკ ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები. დაკრძალულია პეტერბურგში, საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მიშა ჩხიკვაძემ.

Царевичъ Грузiи / Григорiй Iоанновичъ / внукъ последнего / Грузинскаго Царя Георгiя ХIII / родился в Тифлисе въ 1789 г. / скончался въ Петербурге 21 сентября 1830 г. / - Царевна Грузинская / Варвара Феодоровна / супруга Царевича / Григорiя Iоанновича / родилась въ Тифлисе 10 декабря 1810 г. / скончалась въ Петербурге 29 ноября 1876 г. / Ниже текст на грузинском языке (стерт). Под ним: Отъ дътей. /