აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჯერმენ გვიშიანი (1928-2003)

მეცნიერი, ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთირთობების ინსტიტუტი 1951 წელს. 1951–1955 წლებში მსახურობდა სამხედრო–სასაზღვრო ძალებში; 1955 წლიდან მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში; 1957 წლიდან სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკურ კომიტეტში. 1962 წლიდან იყო სახელმწიფო საკოორდინაციო სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1965 წლიდან სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1976 წლიდან მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სისტემური გამოკვლევების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. დაკრძალულია მოსკოვში.