აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლიდია (ლიდა) პაპასქირი (1898-1963)

ეკონომისტი, პირველი ქალი საქართველოში, რომელმაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკის დარგში. იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. 1917 წელს, საცხოვრებლად თბილისში მიემგზავრება, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებს  მენშევიკური ფრთის საქმიანობაში. 1918 წელს, პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად, გახდა ახლად გახსნილი თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი, რომელზედაც დაარსდა ეკონომიკური განყოფილება. 1924 წელს მან გერმანიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ ლიდიამ დიდი აღიარება მოიპოვა,  საქართველოში კი პირველი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ქალი გამოჩნდა. 1926 წელს  სამშობლოში დაბრუნდა და სამეცნიერო მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუდგა. 1937 წლის 12 ივლისს "ტროიკამ“ მას განაჩენი - 10 წლით ციმბირში გადასახლება გამოუტანა. 1963 წელს 65 წლის ასაკში ლიდია პაპასქირი გარდაიცვალა. ის ჩხოროწყუს სოფელ ახუთში არის დასაფლავებული. საფლავის ფოტო მოგვაწოდა მარინა გელანტიამ. ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მთავარმა სპეციალისტმა.