აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჭოლა ლომთათიძე (1879-1915)

მწერალი. ქუთაისში დაუახლოვდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ წრეებს და აქტიურად ჩაება მათ საქმიანობაში. 1898 წელს გაემგზავრა ხარკოვში და გახდა სამეურნეო სკოლის თავისუფალი მსმენელი, მაგრამ რევულუციურ გამოსვლებში ჩაბმულმა ახალგაზრდამ სასწავლებელი ვერ დაამთავრა. ერთხანს მუშაობდა მ. ლაღიძის ლიმონათის ქარხანაში, 1903 წლიდან კი გაზეთ კვალის რედაქციის თანამშრომელია. ამავე წელს გახდა რსდმ პარტიის წევრი. 1906 წელს აირჩიეს რსდმ პარტიის IV გამაერთიანებელი ყრილობის დელეგატად გურიიდან, 1907 წელს II სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. 1907 წლის 3 ივნისს მიუსაჯეს 5 წლიანი კატორღა, მაგრამ ჭლექით ავადმყოფობის გამო შვიდნახევარი წლის პატიმრობით შეუნაცვლეს. მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად დაუძლურებული 1912 წელს მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში. იქ გარდაიცვალა იგი 1915 წელს, 5 ნოემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.