აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პარმენ ლორია (1898-1978)

მწერალი.   19 წლის მეფის არმიაში გაიწვიეს. პირველი მსოფლიო ომის დროს ირანისა და ოსმალეთის პროვინციებში მოუხდა ბრძოლა. იმსახურა დემოკრატიული საქართველოს ჯარში. ცხოვრების ეს მონაკვეთი აღწერილი აქვს ავტობიოგრაფიულ რომანში „დაზგიდან დაზგანდე“. აქვეყნებდა კორესპონდემციებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. მუშაობს პროფკავშირეული კლუბის ხელმძღვანელად. 1924-36 წლებში ქმნიდა აგიტ-მხატვრულ ბრიგადას და მოგზაურობდა აჭარის სოფლებში. 1932-1956 წლებში საქართველოს აჭარის მწერალთა კავშირის განყოფილების პირველად მდივანი და შემდგომ ამ განყოფილების თავმჯდომარე. 1941 წელს მკითხველმა მიიღო რომანი „მევლუდი“, რომანი ეკრანიზებულია. ამავე ეპოქას ეძღვნება რომანი „საუკუნის დაბადება“. 1951 წელს პარმენ ლორია აქვეყნებს თავის ერთ-ერთ პოპულარულ რომანს „ნაირა“, რომელიც შემდგომ ბათუმის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლად დაიდგა. გარდაიცვალა 1978 წლის 8 მარტს. დაკრძალულია ქალაქ ბათუმში მწერალთა კავშირის პანთეონში.