აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე ლორთქიფანიძე (1905-1986)

მწერალი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. ქუთაისის პირველი ტექნიკუმის დამთავრებისთანავე ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში. იყო ქუთაისში პროლეტარ მწერალთა კავშირის დამაარსებელი ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი. კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის აგრეთვე კონოსცენარები „მეგობრობა“, „ჩრდილი გზაზე“, „შეწყვეტილი სიმღერა“. იგი იყო ჟურნალების „ლიტერატურნაია გრუზიას“, „ცისკრის“ და ქუთაისში გამომავალ „განთიადის“ რედაქტორი, გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი. 1967 წლიდან სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.