აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ელგუჯა მაღრაძე (1927-1999)

მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. პირველი ლიტერატურული ნაშრომი 1951 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი "მეველე" 1963 წელს. მას ეკუთვნის რომანები: "გრიგოლ ორბელიანი", "გოდება" (დავით გურამიშვილის შესახებ), "რად, სოფელო" (თეიმურაზ II-ის ცხოვრება), ესეები "ლევან გოთუა", "კონსტანტინე გამსახურდია" და წერილების კრებული "გულითა მართლით", სხვადასხვა წლებში გახლდათ ჟურნალების "ნიანგისა" და "მნათობის" მთავარი რედაქტორი. "გამომცემლობა საბჭოთა საქართველოს" დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.