აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მარიჯანი (მარიამ ტყემალაძე - ალექსიძე) (1890-1978)

პოეტი, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი 1908 წელს დაამთავრა წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსი „ტბა“ 1916 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სახალხო საქმეში“, ხოლო კრებული ლექსები 1921 წელს. აქედან მოყოლებული პოეტი ქალის ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. მარიჯანის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ნატიფი ლირიზმი, ორიგინალური თვალთახედვა. განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო მწერლობაში. 20 წლის მანძილზე საქართველოს მწერალთა კავშირში მუშაობდა საბავშვო ლიტერატურის სექციის მდივან-კონსულტანტად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.