აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კოტე მაყაშვილი (1876-1927)

პოეტი, 1903 წელს ქართულ სათავადაზნაურო ბანკში დამფასებლად, ხოლო 1915 წელს ამავე ბანკის დირექტორად აირჩიეს. აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში. 1918 წელს მისი თავმჯდომარეობით დაარსდა ხელოვანთა ცენტრი. 1921 წელს იგი აირჩიეს ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ. იგი იყო ინიციატორი ფონდის დაარსებისა, რომელიც დახმარებას უწევდა ყველა ხელმოკლე, ნიჭიერ ახალგაზრდას. იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებისა და ქართული ფილარმონიული საზოგადოებისა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, ქართული დრამატული საზოგადოებისა, 20-იანი წლების დასაწყისში იყო "კადემიური მწერლობის" კავშირის აქტიური წევრი. საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, კავშირის ჩამოყალიბებისთანავე აირჩიეს პირველ თავმჯდომარედ და თითქმის ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა ამ საქმეს. კ. მაყაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.